საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სტიქიით დაზარალებულ ჭუბერის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სტიქიით დაზარალებულ ჭუბერის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სტიქიით დაზარალებულ ჭუბერის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

5 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ჭუბერის თემის 160 კომლს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები, სამზარეულოს ნაკრები, ლეიბები და საბნები მიუტანეს. მანამდე კი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა და საჭიროებები შეისწავლეს.

მიმდინარე წლის ივლისში, ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. დაიტბორა გზები, ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები და ხიდები წაიღო.