საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლის რეგიონს 400 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადასცა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლის რეგიონს 400 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლის რეგიონს მარტოხელა ხანდაზმულებისთვისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 400 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადასცა.

ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და წითელი ჯვრის ორგანიზებით გორში მდებარე სასურსათო მარკეტებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა კამპანიას შეუერთდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ თანამოქალაქეების დახმარებაში. კერძოდ, ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, შეიძინოს ის პროდუქტები, რომელსაც წითელი ჯვრის მოხალისეები ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციას.

სუპერმარკეტების ქსელებში მომხმარებელი ნახავენ წითელ ჯვრის კუთხეს, სადაც პროდუქტის დატოვებას შეძლებენ. მოგროვილი პროდუქტები მოხალისეების დახმარებით დაფასოვდება და სამიზნე ოჯახებს გადაეცემათ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 39 ფილიალისა და ადგილობრივი თვითმმართელობების თანამშრომლობით, 42 000-ზე მეტი პირველადი საჭიროების ამანათი, ქვეყნის მასშტაბით უკვე დარიგდა.