საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მსუბუქი სიმპტომების მქონე კორონავირუსით ინფიცირებულებს უფასო სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მსუბუქი სიმპტომების მქონე კორონავირუსით ინფიცირებულებს უფასო სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს

თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებს „კოვიდ-19“-ის მსუბუქი მიმდინარეობისას „წითელი ჯვრის“ ცხელი ხაზის საშუალებით უფასო კონსულტაციით სარგებლობა შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

„აღნიშნული სერვისის მიღება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების განახლებულ ცხელ ხაზზეა (032) 2 501 105 შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს შესაბამის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისებში გადაამისამართებენ. მათ შორისაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ცხელი ხაზისა, ფსიქოლოგებთან დაკავშირება შესაძლოა ნომრებზე: 591 910 040 (ორშ./სამშ./პარ. 10:00-18:00 სთ); 591 910 045 (ოთხშ./ხუთშ. 10:00-18:00 სთ).

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით შექმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა აერთიანებს სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც მოსახლეობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალურ დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.

პლატფორმის ფარგლებში ფუნქციონირებს რამდენიმე ცხელი ხაზი, სერვისები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის“, – აცხადებენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში.

დატოვე კომენტარი