საქართველოს წითელი ჯვრის ჯგუფები მობილიზებული არიან საგანგებო სამსახურებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად
საქართველოს წითელი ჯვრის ჯგუფები მობილიზებული არიან საგანგებო სამსახურებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად. ამის შესახებ ნათქვამია „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ოფისის განცხადებაში.
„აღმოსავლეთ საქართველოში, შოვის რაიონში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ათობით ადამიანი დაკარგულია, რამდენიმე კი დაიღუპა. განადგურებულია გზები და ხიდები. საქართველოს წითელი ჯვრის ჯგუფები მობილიზებულია საგანგებო სამსახურებისა და დაზარალებულთა მხარდასაჭერად პირველადი დახმარებით, წყლითა და სხვა საჭირო ნივთებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
Dozens of people are missing and some are dead in a landslide affecting the Shovi area in eastern Georgia. Roads and bridges are destroyed.
The teams of @RedCrossGeorgia have mobilized to support emergency services and people affected with first aid, water and other essentials. pic.twitter.com/0md5Db2rDf
— IFRC Europe (@IFRC_Europe) August 4, 2023