საქართველოს ვატიკანის სახელმწიფო მდივანი ეწვევა
საქართველოს ვატიკანის სახელმწიფო მდივანი ეწვევა

საქართველოს დეკემბრის ბოლოს ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვევა. ამის შესახებ განცხადება წმინდა საყდრის ნუნციამ საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურმა წმინდა პეტრესა და პავლეს მოციქულთა სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ქრისტეს შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგიის წინ გააკეთა.

მისი თქმით, ეს ვიზიტი თითოეული ქართველისადმი სოლიდარობის გამომხატველი იქნება.

„შობა არის მნიშვნელოვანი დღე ყველა ქრისტიანისთვის მთელს მსოფლიოში. ეს არის დღე, როდესაც ჩვენი მხსნელი დაიბადა და ის ჩვენ გვიხსნის. ვულოცავთ და ვუსურვებთ ყველას ბედნიერ შობას საქართველოში, კათოლიკური ეკლესიის სახელით. ეს არის განსაკუთრებული წელი, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ მისი უწმინდესობის, ილია მეორის ვატიკანში ვიზიტიდან 40 წლის იუბილეს, როდესაც ის იოანე პავლე მეორეს შეხვდა. ასევე, 30 წელი გავიდა, რაც დედა ტერეზა იმყოფებოდა საქართველოში.

წელს ჩვენ განსაკუთრებულ ვიზიტს ველოდებით ვატიკანიდან. საქართველოში ჩამოდის რომის პაპ ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი. ის ყველა ქართველის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და მისი ვიზიტი ხაზს გაუსვამს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანის ღირსებას, ყველა ქართველს. რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდეთ, გილოცავთ შობას“, – განაცხადა ჟოზე აველინო ბეტანკურმა.

საშობაო ლიტურგიას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცა.