„საქართველოს ვარსკვლავს“ ნახევარფინალში ნინი ცნობილაძე გამოეთიშა
„საქართველოს ვარსკვლავს“ ნახევარფინალში ნინი ცნობილაძე გამოეთიშა

„საქართველოს ვარსკვლავს“ ნახევარფინალში ნინი ცნობილაძე გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის მოხვდნენ ნინი ცნობილაძე და გიორგი ფრუიძე. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა ნინი ცნობილაძემ მიიღო და პროექტი დატოვა. დღევანდელი ლიდერი ხმების რაოდენობის მიხედვით კი ლიზა კალანდაძე გახდა.

ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას დღეიდან ოთხი კონკურსანტი განაგრძობს: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.

ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

ხმის მიცემის წესი შემდეგია:

კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ „მესინჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.

თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელის“, „მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.

ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.

საქართველოს ვარსკვლავი