„საქართველოს ვარსკვლავის“ შემოდგომის სეზონის გამარჯვებული საქართველოს 2020 წლის ევროვიზიაზე წარადგენს
„საქართველოს ვარსკვლავის“ შემოდგომის სეზონის გამარჯვებული საქართველოს 2020 წლის ევროვიზიაზე წარადგენს

საერთაშორისო მუსიკალური მეგაპროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ შემოდგომის სეზონის გამარჯვებული საქართველოს 2020 წლის ევროვიზიაზე წარადგენს.

„საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსის წინაშესარჩევი ეტაპი უკვე დაწყებულია და ახალი ვარსკვლავების ძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს პირველ არხზე ოქტომბრიდან დაბრუნდება. „საქართველოს ვარსკვლავი“ დამწყებ და გამოცდილ მუსიკოსებს დიდ სცენაზე ეპატიჟება.

ევროვიზიის რიგით 65-ე სიმღერის კონკურსი 2020 წლის მაისში, ნიდერლანდებში გაიმართება. „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულს საშუალება ექნება, საკუთარი ქვეყნის სახელით მილიონობით მაყურებლის წინაშე იმღეროს. იმისთვის, რომ გახდეთ ქვეყნის მთავარი მუსიკალური მოვლენის მონაწილე, აჩვენოთ საკუთარი შესაძლებლობები მთელ ქვეყანას, გახდეთ შემდეგი „საქართველოს ვარსკვლავი“ და წარადგინოთ საქართველო 2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე – უნდა მოხვიდეთ კასტინგზე!

17 – 18 აგვისტო; თბილისი – კოსტავას #68, საქართველოს პირველი არხი.

24 აგვისტო; ქუთაისი – ტაბიძის #58, ზაქარია ფალიაშვილის მეორე სამუსიკო სკოლა.

25 აგვისტო; ბათუმი – აბუსერიძის #11, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა.

30 – 31 აგვისტო; თბილისი – კოსტავას #68, საქართველოს პირველი არხი.