„საქართველოს ვარსკვლავის“ კონცერტის დაწყებამდე, ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის ხსოვნას პატივი მიაგეს [ვიდეო]

„საქართველოს ვარსკვლავის“ პირველი ლაივ კონცერტის დაწყებამდე, ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ლევან ჩხაიძეს კვირას, 27 იანვარს, 15:00 საათზე, ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა.