„საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტები მეოთხე კონცერტზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს შეასრულებენ
„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეები რიგით მეოთხე კონცერტისთვის ემზადებიან. კონკურსანტები დღეს ქართველი კომპოზიტორების ყველასთვის კარგად ნაცნობ და საყვარელი კომპოზიციებს შეასრულებენ.
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო მეგაპროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მონაწილეობას უკვე ექვსი კონკურსანტი განაგრძობს.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ მეოთხე ლაივშოუ 22:00 საათზე დაიწყება.
კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.
ხმის მიცემის წესი შემდეგია:
კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ „მესენჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.
თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელის“, „მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.
ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.
საქართველოს ვარსკვლავი