„საქართველოს ვარსკვლავი“ და „მასტერშეფი“ მეორე სეზონისთვის კონკურსანტების შერჩევას იწყებს
„საქართველოს ვარსკვლავი“ და „მასტერშეფი“ მეორე სეზონისთვის კონკურსანტების შერჩევას იწყებს

საქართველოს პირველი არხის ეთერში, შემოდგომის სეზონზე, მეგაპროექტები: „საქართველოს ვარსკვლავი“ და „მასტერშეფი“ ბრუნდება.

ორივე პროექტის მეორე სეზონისთვის მონაწილეების შერჩევა უკვე დაიწყო. ​მუსიკალურ და კულინარიულ შოუში მონაწილეების მსურველები მეგაპროექტების, „საქართველოს ვარსკვლავის“ და „მასტერშეფის“ ფეისბუქ-გვერდებზე უნდა შევიდნენ და სპეციალური აპლიკაცია შეავსონ.

„საქართველოს ვარსკვლავის“ აპლიკაცია

„მასტეშეფის“ აპლიკაცია

​აპლიკაციების შევსების შემდეგ შერჩეულ მონაწილეებს გადაცემების პროდიუსერები დაუკავშირდებიან.

​საქართველოს პირველი არხის მეგაპროექტებმა სოციალურ ქსელში ნახვების რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირეს და შესაბამისად, მაყურებლების ფავორიტ პროექტებად იქცნენ. „საქართველოს ვარსკვლავი“ დასკვნითი ფინალური შოუ არხის ეთერში 3 მარტს გავიდა, ხოლო კულინარიული მეგაშოუ „მასტერშეფის“ ფინალური ორთაბრძოლა პირველი არხის ეთერში, 27 ივლისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი