საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებული დამატებით პარტიაში გამოვლინდება
საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებული დამატებით პარტიაში გამოვლინდება

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებული დამატებით პარტიაში გამოვლინდება. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონების, მიხეილ მჭედლიშვილსა და დავით ჯოჯუას ფინალურ დაპირისპირებაში მეორე პარტიაც ფრედ დასრულდა და დაინიშნა ტაი-ბრეიქი, რომელიც ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.

მესამე ადგილისათვის გამართულ მატჩში, თორნიკე სანიკიძეს გიგა ყუფარაძესთან დაპირისპირებაში გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ყაიმიც ყოფნიდა. დღევანდელი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ანგარიში 1,5:0,5 კი, სანიკიძის სასარგებლოდ დაფიქსირდა.