საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

18:42, 24.02.2020

ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-6 ბალიანი შტორმი.

„25 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი