საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს წვიმა, ელჭექი და ქარია მოსალოდნელი
საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს წვიმა, ელჭექი და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.