საქართველოს უმეტეს რაიონში 17 და 18 მარტს ნალექია მოსალოდნელი
საქართველოს უმეტეს რაიონში 17 და 18 მარტს ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 და 18 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც.

„ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.