საქართველოს უმეტეს ნაწილში 10-11 აპრილიდან ამინდი გაუმჯობესდება და დათბება
საქართველოს უმეტეს ნაწილში 10-11 აპრილიდან ამინდი გაუმჯობესდება და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 8-9 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 10-11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

თბილისში 8 აპრილს იწვიმებს. 9-11 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 8-10 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს. 9 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.