უნგრეთის ქალაქი დიორი 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის კონტინენტის პირველობაზე, ისტორიაში პირველად, ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.
მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ფინალში გერმანელების წყვილი – ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით 17:15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მესამე ადგილზე აზერბაიჯანელთა წყვილი გავიდა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, მარიამ ფროდიაშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი, გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე ასპარეზობენ.