საქართველოს თვრამეტწლამდელთა რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს თვრამეტწლამდელთა რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონია

რუსეთში თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, რომლის ფინალშიც ერთმანეთს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ და ესპანეთის თვრამეტწლამდელთა ნაკრები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 20:10 დასრულდა.

მატჩის პირველ ნახევარში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. 20 წუთის შემდეგ საქართველო მეტოქეს ერთი საჯარიმო დარტყმით, ანგარიშით 6:3 უგებდა, თუმცა  25-ე წუთზე ესპანელებმა შეხვედრის პირველი ლელო დადეს და ტაიმი მოიგეს – 6:10. ანგარიში მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე შეიცვალა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ლელოს გაქვითვა მოახერხეს და წინ გავიდნენ. ქართველმა მორაგბეებმა მეორე ლელო ესპანელთა მგეზავის შეცდომის შემდეგ, 61-ე წუთზე დადეს – 20:10.

ამის შემდეგ, ესპანეთი ანგარიშში სხვაობის შემცირებას ცდილობდა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონებმა თავი კარგად დაიცვეს და ევროპის ჩემპიონის სტატუსი ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.