საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელ ავივის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს.
IMTM 2026-ზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 30-ზე მეტი ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი, გამოფენაში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაცია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, IMTM 2026-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, ინფორმაცია მიიღონ საქართველოს კურორტებისა და ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ.
„ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, გამოფენაზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი“, – აცხადებენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.