საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში, ნიუ დელიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, SATTE (South Asia’s Travel & Tourism Exchange) 2024-ში მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 28 სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.

„გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ, საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნონ.

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას, SATTE-ს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია ესწრება. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.