საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დღეს იწვიმებს
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დღეს იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

„10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში 9 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს. 10-11 თებერვალს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.