საქართველოს ტერიტორიაზე ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე ერთი გრადუსით თბილი იქნება
საქართველოს ტერიტორიაზე ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე ერთი გრადუსით თბილი იქნება

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე ერთი გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10, მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში -7, -9, მთიან რაიონებში -11, -14, მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე ტემპერატურა იქნება.