საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.

გურგენიძის თქმით, ტრადიციისამებრ, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები ერთად პატივს მიაგებდნენ ხოლმე 9 აპრილის გმირებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქვეყნის დამოუკიდებლობაში.

„ჩვენ, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, 36 წელია, ყოველ წელს და იმ დღესაც – ბევრია აქ მონაწილე – ზუსტად რუსთაველზე, ამ ჩვენს საამაყო, სანუკვარ ქუჩაზე დავდიოდით, გავიარეთ ის საშინელი დღე, რომელიც იყო. ამიტომ წელსაც, ტრადიციისამებრ, ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები ერთად პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.