საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გლობალიზაციისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გლობალიზაციისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით, მე-3 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა.

კონფერენციის მუშაობაში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ. ასევე, წელს მონაწილეთა შორის არიან უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, უნგრეთის, თურქეთის, იტალიის, ავსტრიისა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემის განხილვა. მათ შორის: მენეჯმენტისა და მარკეტინგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები, გამოწვევები საჯარო და ელექტრონული მმართველობაში, აგრობიზნესის და სტატისტიკის განვითარების ახალი მიდგომები და ა.შ.

ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, ცალკე პანელი დაეთმობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას-ტურიზმს. თემატიკიდან გამომდინარე დისკუსია გაიმართება ECOMODE – ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელზე. ეს არის სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით მცირე და საშუალო საწარმოებისათვის Erasmus+ პროგრამის სტრატეგიული პარტნიორობის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობას ინოვაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას პროფესიული განათლების ასამაღლებლად. იგი დაფინანსებულია იტალიის ეროვნული სააგენტო ERASMUS+ INAP-ის მიერ. პროექტის ფარგლებშია დაგეგმილია პარტნიორ ქვეყნებში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის საწარმოებისათვის ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნა და არსებული საუკეთესო პრაქტიკის შეგროვება, რათა შემუშავდეს სასწავლო მეთოდოლოგია და სერტიფიცირების სტანდარტული ფორმა.

ეკომოდე (ECOMODE) პროექტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია პროფესიული ორგანიზაციებია, რომლებიც მენეჯერებს სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ეკო-ინოვაციურ ბიზნეს მოდელის ფარგლებში მომაზადებენ. მე-3 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.

კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის.