საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოდიკაძემ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მსგავსად, ბრინჯაოსა და მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი დამამშვიდებელი წრიდან შეინარჩუნა და მოგებაც შეძლო.

ოდიკაძისა და ხინჩეგაშვილის გარდა (65 კგ) მესამე საპრიზო ადგილზე ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) გავიდა.
პირველი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მონაგარში სამი მედალი აქვს, ხვალ კი ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ. ბრინჯაოს მოპოვების შანსი კი სანდრო ამინაშვილს (86 კგ) და ირაკლი მწითურს (92 კგ) ეძლევათ.

ფინალური ბლოკი ხვალ 19:00 საათიდან დაიწყება.