საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა [ფოტო]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა [ფოტო]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან საქართველოში დაბრუნდა.

აეროპორტში სპორტსმენებს ოჯახის წევრები, გულშემატკივრები, საპატრიარქოს ჩოხოსნები, ქსოვრელები და ანსამბლ ,,გორის” წევრები სიმღერა ,,მრავალჟამიერით ” დახვდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს, ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

„სასიხარულოა, რომ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილის სახით, მას ამ დიდ წარმატებას მივულოცავ და ვუსურვებ, მომავალშიც დაიცვას მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული. ასევე მინდა, აღვნიშნო ჩვენი ბიჭების წარმატებული გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე, თითოეულის დამსახურებაა, რომ გუნდურად დავიკავეთ მესამე ადგილი. მადლობა ყველას, ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაძლიერებდნენ. პირველად მოხდა, რომ ამდენი გულშემატკივარი ჩამოვიდა ჩვენი ბიჭების საგულშემატკივროდ“, – განაცხადა მწვრთნელმა გიორგი იანტბერიძემ.