საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდე ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ
საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდე ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 8-დან 10 მარტის ჩათვლით საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდე ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ჭიღლაძის გადაწყვეტილებით ნოვი სადში წონითი კატეგორიების მიხედვით იჭიდავებენ:

57 კგ – რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
65 კგ – ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
70 კგ – ივერი ჯულაყიძე (სამტრედია)
74 კგ – გიორგი სულავა (ქუთაისი)
79 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
86 კგ – ზაურ ბერაძე (ხარაგაული)
92 კგ – დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია)
97 კგ – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
125 კგ – ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა).

23 წლამდე მოჭიდავეთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.