საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთმა ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთმა ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთმა ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას ორხევის საავტომობილო ბაზაზე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი.

„თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო მანქანების უმსხვილესი კომპანია BMC-ის მიერ წარმოებული ოთხი ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა. კომპანია BMC-სთან ოთხი ტექნიკური მომსახურების მანქანის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აღნიშნული ტექნიკის საერთო ღირებულებამ 866,400.00 აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.