საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვა, – ამის შესახცებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავცრცელებს.

„25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.