საქართველოს თავდაცვის ძალებში სპორტულ ღონისძიებებზე შეზღუდვები იხსნება

21:59, 04.05.2020

საქართველოს თავდაცვის ძალებში სპორტულ ღონისძიებებზე შეზღუდვები იხსნება. აღნიშნულს „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს.

დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.

დღეს, 4 მაისს შეტანილ ცვლილებაში კი ნათქვამია, რომ აღნიშნული მუხლი აღარ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ სპორტულ ღონისძიებებზე. დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

მსგავსი