დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/8-ფინალური შეხვედრები გაიმართა და სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა.
„ლოკომოტივი“ – „თელავისა“ და „სამგურალი“ – „გაგრას“ წყვილებში გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. განსაკუთრებით დაძაბული ბოლო წყვილის სერია იყო, რომელიც „გაგრამ“ 8:7 მოიგო, „თელავმა“ კი მეტოქე 5:3 დაამარცხა.
საგარეჯოს „გარეჯმა“ „სამტრედიას“ დამაჯერებლად მოუგო – 5:0. თამაშის ბედი პირველივე ტაიში გადაწყდა, როდესაც საგარეჯოელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, მეორეში კი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ლევან პაპავამ ჰეთთრიკი შეასრულა, თითო გოლი კი ბადრი გოგობერიშვილისა და ვალერი ოლხოვის ანგარიშზეა.
1/8-ფინალი
„ლოკომოტივი“ – „თელავი“ 0:0 (პენალტებით – 3:5)
„სამგურალი“ – „გაგრა“ 0:0 (პენალტებით – 7:8)
„გარეჯი“ – „სამტრედია“ 5:0
დარჩენილი მერვედფინალური მატჩები 28 ივლისს გაიმართება:
„ლოკომოტივი 2“ – „სპაერი“
„დინამო 2 თბ“ – „ტორპედო“
„რუსთავი“ – „კოლხეთი“ (ფ)
„იბერია“ – „დინამო თბილისი“
27 ივლისს უნდა გამართულიყო ტყიბულის „მეშახტისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი, მაგრამ „მეშახტემ“ მეტოქის ევროთასებზე მონაწილეობის გამო ინიციატივა თავად გამოიჩინა და თამაში გადადებულია.