დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების 1/8-ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია – წილისყრა დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.
ამ ეტაპამდე გააღწია ეროვნული ლიგის ექვსმა გუნდმა, ეროვნული ლიგა 2-დან – ხუთმა, ლიგა 3-დან – ორმა და რეგიონული ლიგიდან – სამმა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
“ვიტ ჯორჯია 2” – “გაგრა”
“ტორპედო” – “რუსთავი”
“გარდაბანი” – “შუქურა”
“მერანი” – “დინამო თბ”
“გურია” – “სამტრედია”
“ლიახვი” – “მეტა”
“ვიტ ჯორჯია” – “ჩიხურა”
“თელავი” – “დილა”.
ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. 1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრები საზაფხულო შესვენების შემდეგ გაიმართება.