საქართველოს თასზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ - მერვედფინალის გადადებული შეხვედრა 14 აგვისტოს გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2024 წლის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„დინამო თბილისი“ – „მეშახტე“/„დინამო“ (ბათუმი)
„დინამო თბილისი 2“ – „გაგრა“
„სპაერი“ – „თელავი“
„გარეჯი“ – „კოლხეთი“ (ფოთი)
მეოთხედფინალური მატჩები 18 სექტემბერს გაიმართება, ხოლო მერვედფინალური ეტაპის გადადებული შეხვედრა ტყიბულის „მეშახტესა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის 14 აგვისტოს შედგება.