საქართველოს თასზე კიდევ შვიდი მერვედფინალისტი გამოვლინდა – დანარჩენი მატჩები 26-27 ივლისს გაიმართება #1TVSPORT

23:00, 25.07.2026

საქართველოს თასის 1/16-ფინალში ბათუმის „დინამო“ „ორბს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. პაულო ვიტორმა დუბლი შეასრულა, თითო ბურთი კი უერდი მარასა და დმიტრი მანდრიჩენკოს ანგარიშზეა. მასპინძელთაგან თავი გიორგი აღდგომელაშვილმა გამოიჩინა.

გორის „დილა“ „ქართლის“ სტადიონზე „იბერია 2010“-ს ესტუმრა და მაიკ-ნელსონ პუკეტის მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვა.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ჩხეტიანის სადებიუტო შეხვედრაში ტყიბულის „მეშახტემ“ სტუმრად „გონიოს“ 2:1 სძლია.

საქართველოს თასის 1/16-ფინალი:

„გორი“ – „სიონი“ 1:0

მფკ ბასა“ – „გარეჯი“ 0:2

„ორბი“ – „დინამო“ (ბათუმი) 1:4

„კოლხეთი“ (ფოთი) – „არაგვი“ 0:0 (პენ, 3:4)

„დინამო 2“ (თბილისი) – „სპაერი“ 1:5

„იბერია 2010“ – „დილა“ 0:1

„გონიო“ – „მეშახტე“ 1:2

დარჩენილი მატჩები 26-27 ივლისს გაიმართება – მათ შორის, „დინამო თბილისის“ შეხვედრა, რომელიც 26 ივლისს ლანჩხუთში „გურიას“ ესტუმრება.

მსგავსი