საქართველოს თასის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია #1TVSPORT
დასრულდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპი და გაირკვა ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა.
აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრაში სტუმრებმა გაიმარჯვეს – ერთმატჩიან დაპირისპირებაში „სამტრედიამ“, გორის „დილამ“ და ბათუმის „დინამომ“ მოიგეს და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
მანამდე თბილისის „იბერიამ“ ასევე გასვლაზე ტყიბულის „მეშახტე“ 3:0 დაამარცხა და ზემოთ ხსენებულ სამეულთან ერთად თასის ნახევარფინალში ითამაშებს.
1/4-ფინალი
რუსთავი 1:2 სამტრედია
ლოკომოტივი 0:3 დინამო ბათუმი
სპაერი 1:2 დილა
მეშახტე 0:3 იბერია