დღეს ხელბურთში საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა.
25 სექტემბერს თბილისში არენა 2–ის დარბაზში მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება.
12:00 საათზე ერთმანეთს ბათუმისა და გორის გუნდები დაუპირისპირდებიან. 14:00 საათზე „იმედი–სტუ“ თელავი ფოთის „ოქროს ვერძს“ შეხვდება. პირველ ნახევარფინალურ წყვილს სწორედ ამ შეხვედრებში გამარჯვებულები შეადგენენ.
16:00 საათზე „სპორტუნი“ და „სამტრედია“ ითამაშებენ, საღამოს ექვსზე კი „პეგასი“ „ქუთაისი 2015“–ს შეხვდება.
ამ შეხვედრებში გამარჯვებულები ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ გამოვლენ.
ნახევარფინალური მატჩები 26 სექტემბერს 12:00 და 14:00 საათზე შედგება. ფინალური მატჩი კი 27 სექტემბერს 14.00 საათზე გაიმართება.