საქართველოს თასის შვიდი მეოთხედფინალისტი ცნობილია - ქუთაისის „ტორპედო“ მეორე შემადგენლობით „დინამო 2“-თან დამარცხდა #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და კიდევ ოთხი 1/4-ფინალისტი გაირკვა.
აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისმა“ და „დინამო თბილისი 2“-მა თამაშები არ გადადეს „იბერიასთან“ და ქუთაისის „ტორპედოსთან“, რომლებმაც კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩებამდე ძირითადი შემადგენლობებით ვერ ითამაშეს და დამარცხდნენ.
„ლოკომოტივი 2“ – „სპაერი“ 0:1
„დინამო 2 თბ“ – ქუთაისის „ტორპედო“ 4:0
„რუსთავი“ – „კოლხეთი 1913“ 2:3
„იბერია“ – „დინამო თბილისი“ 1:2
1/8 ფინალში ასევე გავიდნენ „თელავი“, „გაგრა“ და საგარეჯოს „გარეჯი“. 27 ივლისს უნდა გამართულიყო ტყიბულის „მეშახტისა“ ბათუმის „დინამოს“ მატჩი, მაგრამ „მეშახტემ“ ევროთასებზე მეტოქის მონაწილეობის გამო ინიციატივა თავად გამოიჩინა და თამაში გადადებულია.