საქართველოს თასის მფლობელი „საბურთალო“ გახდა (ვიდეო)

„საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელია. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრა „საბურთალოს“ უპირატესობით დაიწყო და დასაწყისშივე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სოლუდური უპირატესობა მოიპოვა. მე-12 წუთზე საჯარიმო თავდამსხმელმა გიორგი კოხრეიძემ ეფექტურად შეასრულა და ანგარიში გახსნა, მე-19 წუთზე კი ელვინ ტერას მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი გაბედავამ „საბურთალოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა – 2:0.

43-ე წუთზე, რეზო ინჯგიას გადაცემის შემდეგ სხვაობის შემცირება დავით სამურკასოვს შეეძლო, მაგრამ ხუთიოდე მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.

მეორე ნახევარში „ლოკომოტივმა“ თამაში გამოასწორა და 52-ე წუთზე, სხვაობა შეამცირა. თემურ შონიას წაქცევისთვის „ლოკომოტივმა“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ირაკლი სიხარულიძემ გოლად აქცია და ვითარება დაიძაბა – 2:1.

69-ე წუთზე ბექა დარცმელიას გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე რეზო ინჯგია დარჩა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა.

87-ე წუთზე ლევან ყენიას შეეძლო ყველაფერი დაესრულებინა, მაგრამ მისი დარტყმა დემეტრე ბულისკერიამ მოიგერია და „ლოკომოტივი“ გადაარჩინა.

89-ე წუთზე კი ყველაფერი დასრულდა: სანდრო ალთუნაშვილმა კუთხური მოაწოდა, დაჩი ცნობილაძემ ბურთი კარის წინ ლევან კაკუბავას უპასა, მან კი თავურით „საბურთალოს“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა 3:1 – საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა.

„საბურთალომ“ 2:1 მოიგო და საქართველოს თასს პირველად დაეუფლა.

„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“ 3:1

გოლები: 1:0 კოხრეიძე (12), 2:0 გაბედავა (19. ტერას პასით), 2:1 სიხარულიძე (52. პ), 3:1 კაკუბავა (89. ცნობილაძის პასით)

08.12.2019. გორი. სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“. 3000 მაყურებელი

„საბურთალო“: კუპატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, მალი, ტერა, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (61. ყენია), გ. კოხრეიძე (67. ლ. კოხრეიძე), გაბედავა, ტაბატაძე (86. ცნობილაძე)

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, სანდოხაძე, გრიგალაშვილი, გულიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„ლოკომოტივი“: ბულისკერია, უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე, სამურკასოვი, შონია, თ. კირკიტაძე (30. ინჯგია), დარცმელია (82. ჯიქია), დ. კირკიტაძე (78. გვალია), სიხარულიძე

სათადარიგოები: შეროზია, ანდრონიკაშვილი, კიკაბიძე, გაბაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

მთავარი არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილებები: ტერა (21), კომახიძე (41), რეხვიაშვილი (51), კოხრეიძე (56), შონია (75), მალი (83)