საქართველოს თასის გათამაშების ექვსი მერვედფინალისტი ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს თასის გათამაშების ექვსი მერვედფინალისტი ცნობილია #1TVSPORT

ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე 1/16-ფინალური ეტაპი დაიწყო და ექვსი მერვედფინალისტი გამოვლინდა.

ბორჯომი 0 : 6 ლოკომოტივი
ხობის კოლხეთი 1 : 2 სპაერი
თბილისის მერანი 0 : 3 კოლხეთი 1913
გონიო 2 : 3 რუსთავი
სიონი 1 : 4 სამგურალი

ყველაზე დიდი ინტერესს ბოლნისში, „თამაზ სტეფანია არენაზე“ გამართული შეხვედრა იწვევდა, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერი „სიონი“ ეროვნული ლიგის წარმომადგენელს, წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.

თასის გათამაშების დარჩენილი მატჩები 21 ივლისს ჩატარდება.

ლოკომოტივი 2 – შტურმი
გარეჯი – დილა
სამგურალი 2 – გაგრა
არაგვი – სამტრედია
ვიტ ჯორჯია – თელავი
ორბი – მეშახტე
ფოთის კოლხეთი 2 – დინამო 2 თბ