საქართველოს თასის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს თასის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 20 და 21 ივლისს გაიმართება. 1/16-ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე 10 ივნისს, მესამე ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

1/8-ფინალური ეტაპიდან საქართველოს თასის გათამაშებას ევროტურნირებზე მოთამაშე ქართული გუნდები – ბათუმის „დინამო“, „დინამო თბილისი“, „იბერია“ და ქუთაისის „ტორპედო შეუერთდებიან.