საქართველოს თასის ფინალის გმირი სატელევიზიო კომენტარის დროს გაწუწეს [ვიდეო] 1TVSPORT
იური ტაბატაძე საქართველოს თასის ფინალის გმირი გახდა. „საბურთალოს“ 22 წლის ფეხბურთელმა 65-ე წუთზე წყალტუბოს „სამგურალის“ კარი აიღო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა – 1:0 „საბურთალოს სასარგებლოდ.
ფინალური გოლის ავტორი სახალისო კადრის გმირიც გახდა – მატჩის კომენტარის დროს მას თანაგუნდელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შამპანური გადაასხა.
„მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან გვინდოდა, რომ სეზონი ტიტულით დაგვესრულებინა და მომავალ წელს ევროტურნირზე გვეთამაშა. ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩემი გოლით მოვიგეთ“, – განაცხადა იური ტაბატაძემ მატჩის შემდეგ.
მან წელს ეროვნულ ლიგაში პირველი სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა და 32 შეხვედრაში 9 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გუნდის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა. გარდა ამისა, საქართველოს თასის 5 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.