საქართველოს თასის ფინალი - გუნდების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს თასის ფინალი - გუნდების შემადგენლობა ცნობილია

გორში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში მეტოქეთა შემადგენლობები ცნობილია. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ტიტულისთვის თბილისური გუნდები – „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“

08.12.2019. გორი. სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“

„საბურთალო“: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, კოხრეიძე, გორგიაშვილი, ტაბატაძე, გაბედავა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„ლოკომოტივი“: ბულისკერია, უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე, სამურკასოვი, შონია, კირკიტაძე, დარცმელია, კირკიტაძე, სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

მთავარი არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

„საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი 15:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.