საქართველოს თასი | მერვედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT

22:10, 27.07.2026

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ბოლო 1/16-ფინალური შეხვედრა გაიმართა და ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა.

„გაგრა“ ლიგა 4-ის „სამცხეს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში 48-ე წუთზე პენალტით სტუმართა ნახევარმცველმა სანდრო ფეიქრიშვილმა გახსნა. გიორგი ბაღიშვილმა (86) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ორ წუთში გურამ გოშთელიანმა „გაგრაში“ სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდი 1/8-ფინალში გაიყვანა.

საქართველოს თასზე 1/8-ფინალური შეხვედრები 1-2 აგვისტოს გაიმართება. გუნდები ასე დაწყვილდნენ:

შაბათი, 1 აგვისტო

სამტრედია, „კახა კალაძე არენა“

18:30 | „სამტრედია“ – „იბერია 1999“

მასპინძელი სტადიონი დაზუსტდება

20:00 | „რუსთავი“ – „სპაერი

ქუთაისი, „შენგელია არენა“

20:00 | „ტორპედო„ – „ოდიში 1919“

წყალტუბო, ტექნიკური ცენტრი

20:00 | „სამგურალი“ – „მეშახტე“

კვირა, 2 აგვისტო

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

16:30 | „გურია“ – „არაგვი“

საგარეჯო, ცენტრალური სტადიონი

16:30 | „გარეჯი“ – „გაგრა“

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

20:00 | „გორი“ – „დილა“

ბათუმი, „ბათუმი არენა“

20:00 | „დინამო“ (ბთ) – „თელავი“

მსგავსი