საქართველოს თასი კალათბურთში | გაირკვა მეოთხედფინალური წყვილები #1TVSPORT
საქართველოს თასი კალათბურთში | გაირკვა მეოთხედფინალური წყვილები #1TVSPORT

დასრულდა საქართველოს თასის გათამაშების პირველი, მერვედფინალური რაუნდი. ფავორიტების უმეტესობამ იოლად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური. მაგალითად, „მარგვეთმა“, რომელმაც ა-ლიგელი „ვინგსი“ ორი მატჩის ჯამში 72 ქულით დაამარცხა. ასევე დიდი სხვაობით მოიგო „ბათუმმა“, რომელმაც გურჯაანის „დელტას“ 34 ქულით აჯობა.

„რაშმა“ ორივე მატჩში სძლია ტყიბულის „ორბს“. „ქუთაისმა“ პირველ მატჩში 23 ქულით აჯობა „ახალციხეს“, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 8 ქულით მოიგო და, ცხადია, მეოთხედფინალის დაგეგმილი საგზური მოიპოვა.

დაისვენა თსუ-მაც, რომელიც ასევე „ა“ ლიგის გუნდს, „ლიბერთის“ (ყოფილი თავისუფალი უნივერსიტეტი) ხვდებოდა. უნივერსიტეტელებმა პირველი მატჩი 20 ქულით მოიგეს, განმეორებითში კი „ლიბერთის“ ფრე ეთამაშნენ – 61:61. აღვნიშნოთ, რომ ორმატჩიანი საპლეიოფო სერიის ფორმატი ითვალისწინებს მატჩის ფრედ დასრულებას.

„ა“ ლიგიდან ყველაზე სახელოვნად კასპის „გრიფინი“ გამოვიდა, რომელმაც სერიის პირველი მატჩი სუპერლიგის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს, „კსუ-კავკასიას“ მოუგო. ამან ისე განარისხა კავკასიელები, რომ საპასუხო მატჩში გრიფინი 39 ქულით დაამარცხეს და 2 მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ყველაზე დაძაბული სუპერლიგის გუნდების – „რუსთავისა“ და გორის „ივერიონის“ დაპირისპირება გამოდგა. პირველ მატჩში გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს. საპასუხო შეხვედრაში კი რუსთაველებმა 11 ქულით მოიგეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

ბოლო წყვილზეც  –  ვსა-მ პირველი მატჩი „ა“ ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს, „ბურჯს“ თელავში 10 ქულით მოუგო, თბილისში კი 7 ქულით იმარჯვა და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეოთხედფინალური წყვილები:

ვსა-რუსთავი

კავკასია-თსუ

მარგვეთი-რაში

ქუთაისი-ბათუმი

GBF.GE