საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო და ჯგუფური ეტაპი გადალახა.
ლიეტუვის საკურორტო ქალაქ დრუსკინინკაიში მიმდინარე ჟურნალისტთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა მედიანაკრებმა წაუგებლად იასპარეზა და 10 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა გერმანიისა (4:1) და ლატვიის (1:0) გუნდები, ერთნაირი ანგარიშით (1:1) ფრედ დაასრულა მატჩი ოთხ მეტოქესთან – სერბეთთან, სომხეთთან, პოლონეთსა და მასპინძელ ლიეტუვასთან.
ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები, რომელიც ლიეტუვაში საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გაემგზავრა, 13 სექტემბერს მეოთხედფინალში უკრაინის ჟურნალისტთა ნაკრებს შეხვდება.