საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი ეწვია
საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი ეწვია

საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი ეწვია. სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და ხაზი გაუსვა სომხეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაღალი ვიზიტების გაცვლის სიხშირეს, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

არმენ სარქსიანი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს არმენ სარქსიანი თბილისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

დატოვე კომენტარი