გეკა გელაძემ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორსა და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გეკა გელაძემ დეპარტამენტის დირექტორისგან დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ვითარების, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორის ინფრასტრუქტურა, ასევე იზოლატორში დასაქმებულ პირთა სამუშაო სივრცეები დაათვალიერა. შინაგან საქმეთა მინისტრი იზოლატორში დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.