საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე ჩინელ კოლეგას, ლინგ ჭიფენგს შეხვდა

12:28, 10.09.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, ლინგ ჭიფენგს, შეხვდა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე.

ამასთან, გაგა კირკიტაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ერთმანეთს სამართალდამცავ სფეროში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს.

უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი