საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

16:23, 10.06.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.

შსს-ც ცნობით, მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.

„გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი