საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

24-25 აპრილს საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სერბ კოლეგასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი, რა დროსაც მინისტრები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას.

ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა შორის.

სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს   საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.