საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე კამერუნის ორი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე კამერუნის ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციამ ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქე, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის 15, აზერბაიჯანის ოთხი, ინდოეთის – რვა, სომხეთის – ოთხი, მაროკოს – ხუთი, ირანის – ხუთი, ერაყის – ერთი, ავღანეთის – ერთი, ეგვიპტის – ერთი მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე რვა პირი.

დატოვე კომენტარი